„სინდისის პატიმარი ელენე ხოშტარია: „ეს არის დიქტატურა და არა დემოკრატიის კრიზისი“
ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესით ქვეყანაში არსებულ დიქტატურას თავისი სახელი დაერქმევა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის განადგურება არ გამოუვიდა და იძულებულია აკრძალვას მიმართოს.

სინდისის პატიმარი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას ეხმაურება. მისი თქმით, ეს პროცესი ქვეყანაში არსებულ რეალობას საბოლოოდ სძენს სიცხადეს.
„გულწრფელად გეტყვით, რომ ველოდი და ძალიან მიხარია სიცხადე, რომ დაიწყო პარტიების აკრძალვის პროცესი. ოღონდ მიხარია არა დიქტატურა, არამედ ის, რომ გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და ქვეყანაში არსებულ დიქტატურას დავარქმევთ თავის სახელს. რეალურად, დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია — ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას“, — აღნიშნავს ხოშტარია.
მისი განცხადებით, შექმნილი ვითარება ოპოზიციასა და საერთაშორისო პარტნიორებს ბრძოლისთვის კონკრეტულ ბერკეტებს აძლევს:
ჩვენ დღეს ბრძოლისთვის სწორედ სიცხადე გვჭირდება, რომ სწორედ ყველა პლატფორმაზე საერთო სტრატეგიაზე ვიყოთ. ამის გაფორმება ჩვენ გვაძლევს იარაღს ძლიერი ბრძოლის. ჩვენს პარტნიორებს აძლევს კონკრეტულ იარაღს იმისა, რომ იმოქმედონ, აქტიურად იმოქმედონ და აღარ მოიტყუონ თავი, რომ ეს თითქოს რაღაცა დემოკრატიის კრიზისია. არა, ეს არის დიქტატურა!“
ხოშტარიას თქმით, პარტიების აკრძალვის მცდელობა სინამდვილეში პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის სიმტკიცეზე მიუთითებს:
„ასევე მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ გამოუვიდა ჩვენი, ოპოზიციური პარტიების განადგურება. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ჯერ კიდევ 2024-დან. რადგანაც განადგურება არ გამოუვიდა, ამიტომ უწევს მას აკრძალვა. ეს მეტყველებს საქართველოში პროდასავლური სპექტრის სიძლიერეზე. ამიტომ ნუღარ მოვიტყუებთ თავს. ჩვენ არ ვართ პარტიულ ბრძოლაში, ჩვენ ვართ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მოქალაქეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით — პოლიტიკოსები.“
რუსთავის ქალთა ციხე
14/10/2026
ციტატები სტატიიდან
„გულწრფელად გეტყვით, რომ ველოდი და ძალიან მიხარია სიცხადე, რომ დაიწყო პარტიების აკრძალვის პროცესი. ოღონდ მიხარია არა დიქტატურა, არამედ ის, რომ გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და ქვეყანაში არსებულ დიქტატურას დავარქმევთ თავის სახელს. რეალურად, დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია — ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას“
„ასევე მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ გამოუვიდა ჩვენი, ოპოზიციური პარტიების განადგურება. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ჯერ კიდევ 2024-დან. რადგანაც განადგურება არ გამოუვიდა, ამიტომ უწევს მას აკრძალვა. ეს მეტყველებს საქართველოში პროდასავლური სპექტრის სიძლიერეზე. ამიტომ ნუღარ მოვიტყუებთ თავს. ჩვენ არ ვართ პარტიულ ბრძოლაში, ჩვენ ვართ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მოქალაქეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით — პოლიტიკოსები.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.