პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელჭექი, სეტყვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი: გარემოს ეროვნული სააგენტო ძლიერ ნალექს, სეტყვას, 4-5-ბალიან შტორმსა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საფრთხეს პროგნოზირებს.

ელჭექი, სეტყვა, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
რუსთავი 2

15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის საათებში აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექებია მოსალოდნელი.

"15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები