ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

პრემიერი კახეთში - ირაკლი კობახიძე ყურძნის მოსავლის აღებისა და ჩაბარების შესახებ ინფორმაციას, ასევე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კახეთში რთველის მიმდინარეობას, ჩაბარებული ყურძნის სარეკორდო მაჩვენებლებს და თელავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

პრემიერი კახეთში - ირაკლი კობახიძე ყურძნის მოსავლის აღებისა და ჩაბარების შესახებ ინფორმაციას, ასევე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
პრემიერი კახეთში - ირაკლი კობახიძე ყურძნის მოსავლის აღებისა და ჩაბარების შესახებ ინფორმაციას, ასევე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნორუსთავი 2

ბარაქიან შემოდგომას კახელი მევენახეები მარნებსა და ყურძნის საწარმოებს აბარებენ. მამუკა აკოფაშვილი, ოჯახთან ერთად, ვენახს 20 წელზე მეტია უვლის. მოსავლით წელს განსაკუთრებით კმაყოფილია. ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოში, საფერავის შემდეგ, დღეს 10 ტონამდე რქაწითელი ჩააბარა. გამორჩეულად მოსავლიანი წელი და სარეკორდო მაჩვენებლების მოლოდინი - კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, მიღებული შედეგით კი მევენახეები კმაყოფილები არიან.

ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში, ყურძნის მოსავლის 99 პროცენტი უკვე ჩაბარებულია, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა კი 196 ათასი ტონაა. სარეკორდო მაჩვენებლებთან ერთად, წელს ყურძნის ხარისხიც გამორჩეულია, რასაც ციფრებიც მოწმობს: გადამუშავებული, 195 ათასი ტონა ყურძენი მაღალი და საშუალო ხარისხის არის. კახეთში რთველი დაახლოებით სამ კვირაში დასრულდება, იქამდე კი, ყურძნის ჩაბარების პროცესი ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

მაშინ, როცა ღვინო ქვეყნის კულტურისა და იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მეღვინეებისა და მევენახეების მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს - ეს დღეს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ირაკლი კობახიძე გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის მეთაური რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. პრემიერის განცხადებით, რეკორდული მოსავალი ეკონომიკის განვითარებაზე აისახება.

გურჯაანის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა თელავში გადაინაცვლა. მთავრობის მეთაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო. თელავში, 300 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქს მალე ექნება საცურაო კომპლექსიც, სადაც ორი აუზი მოეწყობა.

დღესვე, პრემიერ-მინისტრმა თელავში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა. სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ, განახლებული სკვერი რეკრეაციულ და საზოგადოებრივ სივრცეებს მოიცავს. შემდეგ ეტაპზე კი საზოგადოებრივი და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობაა დაგეგმილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.