ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ახალი საფეხბურთო სტადიონისა და საცურაო კომპლექსის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი კობახიძე თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ირაკლი კობახიძე თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნოპირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ახალი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. 300 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი და განათების სისტემა, აშენდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, სველი წერტილები და დამხმარე ნაგებობები.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონი ლარია.

„პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო საცურაო კომპლექსის პროექტირების მიმდინარეობას.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ახალი საცურაო კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპლექსში გათვალისწინებულია ორი აუზის მოწყობა.

კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები, ადმინისტრაციული და დამხმარე სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო საცურაო კომპლექსის პროექტირების მიმდინარეობას. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ახალი საცურაო კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპლექსში გათვალისწინებულია ორი აუზის მოწყობა. კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები, ადმინისტრაციული და დამხმარე სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრმა თელავში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები