ირაკლი კობახიძე: წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი. მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონაა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს და უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი.

რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი.
"დღეღამური გადამუშავება არის 13-14 ათასი ტონის ფარგლებში. წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი. ასეთი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა. მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი. 6 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პროცენტი არის დაბალი ხარიხის მოსავალი.
რაც შეეხება ფასებს, საფერავის ფასი და მისი შაქრიანობა არის 20 პროცენტი და მეტი და არის კილოგრამზე 1,5 თეთრი, 16-დან 20 პროცენტამდე 1 ლარი, 16 პროცენტზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში არის 50 თეთრი. ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები 30 თეთრი იყო თავიდან ფასი და შემდეგ გახდა 50 თეთრი და ამბობდნენ, რომ 30 თეთრად ყიდულობს სახელმწიფო ყურძენს მევენახეებისგან, რაც იყო წმინდა წყლის სპეკულაცია. პირველ რიგში ეს ფასი შეეხება მოსავლის მხოლოდ ერთ პროცენტს და საუბარია დაბალი ხარისხის ყურძენზე, რაზეც შესაბამისი ფასი იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ფასიც კი გაიზარდა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე. რაც შეეხება მაღალი ხარისხის ყურძენს, მასზე არის 1,5 თეთრი და საშუალო ხარისხის შემთხვევაში არის 1 ლარი.
რაც შეეხება რქაწითელს და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევებს, არანაკლებ 19-პროცენტიანი შაქრიანობის ყურძნის ფასი არის 1,30 თეთრი, 16-დან 19 პროცენტამდე 90 თეთრი, 16 პროცენტზე ნაკლების შემთხვევაში, აქაც არის 50 თეთრი. გურჯაანში არის განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ამ პროცესებს უწევს კოორდინაციას. დღეს გვექნება საშუალება, რომ ადგილზე გავეცნოთ შტაბის მუშაობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება
- რუსთავი 2დავით სონღულაშვილი: ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც წლევანდელი რთველი იქნება გამორჩეული
- რუსთავი 2პრემიერი კახეთში - ირაკლი კობახიძე ყურძნის მოსავლის აღებისა და ჩაბარების შესახებ ინფორმაციას, ასევე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…