ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი 320 ათას ტონას აღწევს, რაც რეკორდულია. მთავრობის მეთაურმა ყურძნის ფასებსა და გადამუშავების მიმდინარეობაზეც ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე: წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი
ირაკლი კობახიძე: წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალიიმედინიუსი

რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი.

„დღეღამური გადამუშავება არის 13-14 ათასი ტონის ფარგლებში. წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი. ასეთი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა. მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი. 6 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პროცენტი არის დაბალი ხარიხის მოსავალი.

რაც შეეხება ფასებს, საფერავის ფასი და მისი შაქრიანობა არის 20 პროცენტი და მეტი და არის კილოგრამზე 1,5 თეთრი, 16-დან 20 პროცენტამდე 1 ლარი, 16 პროცენტზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში არის 50 თეთრი. ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები 30 თეთრი იყო თავიდან ფასი და შემდეგ გახდა 50 თეთრი და ამბობდნენ, რომ 30 თეთრად ყიდულობს სახელმწიფო ყურძენს მევენახეებისგან, რაც იყო წმინდა წყლის სპეკულაცია. პირველ რიგში ეს ფასი შეეხება მოსავლის მხოლოდ ერთ პროცენტს და საუბარია დაბალი ხარისხის ყურძენზე, რაზეც შესაბამისი ფასი იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ფასიც კი გაიზარდა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე. რაც შეეხება მაღალი ხარისხის ყურძენს, მასზე არის 1,5 თეთრი და საშუალო ხარისხის შემთხვევაში არის 1 ლარი.

რაც შეეხება რქაწითელს და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევებს, არანაკლებ 19-პროცენტიანი შაქრიანობის ყურძნის ფასი არის 1,30 თეთრი, 16-დან 19 პროცენტამდე 90 თეთრი, 16 პროცენტზე ნაკლების შემთხვევაში, აქაც არის 50 თეთრი. გურჯაანში არის განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ამ პროცესებს უწევს კოორდინაციას. დღეს გვექნება საშუალება, რომ ადგილზე გავეცნოთ შტაბის მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეღამური გადამუშავება არის 13-14 ათასი ტონის ფარგლებში. წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი. ასეთი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა. მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი. 6 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პროცენტი არის დაბალი ხარიხის მოსავალი. რაც შეეხება ფასებს, საფერავის ფასი და მისი შაქრიანობა არის 20 პროცენტი და მეტი და არის კილოგრამზე 1,5 თეთრი, 16-დან 20 პროცენტამდე 1 ლარი, 16 პროცენტზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში არის 50 თეთრი. ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები 30 თეთრი იყო თავიდან ფასი და შემდეგ გახდა 50 თეთრი და ამბობდნენ, რომ 30 თეთრად ყიდულობს სახელმწიფო ყურძენს მევენახეებისგან, რაც იყო წმინდა წყლის სპეკულაცია. პირველ რიგში ეს ფასი შეეხება მოსავლის მხოლოდ ერთ პროცენტს და საუბარია დაბალი ხარისხის ყურძენზე, რაზეც შესაბამისი ფასი იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ფასიც კი გაიზარდა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე. რაც შეეხება მაღალი ხარისხის ყურძენს, მასზე არის 1,5 თეთრი და საშუალო ხარისხის შემთხვევაში არის 1 ლარი. რაც შეეხება რქაწითელს და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევებს, არანაკლებ 19-პროცენტიანი შაქრიანობის ყურძნის ფასი არის 1,30 თეთრი, 16-დან 19 პროცენტამდე 90 თეთრი, 16 პროცენტზე ნაკლების შემთხვევაში, აქაც არის 50 თეთრი. გურჯაანში არის განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ამ პროცესებს უწევს კოორდინაციას. დღეს გვექნება საშუალება, რომ ადგილზე გავეცნოთ შტაბის მუშაობას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ირაკლი კობახიძე – რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი, ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები