ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრი თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის, კერძოდ ახალი საფეხბურთო სტადიონისა და საცურაო კომპლექსის პროექტირებისა და მშენებლობის პროცესს გაეცნო.

პრემიერ-მინისტრი თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნოიმედინიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ახალი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

300 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი და განათების სისტემა, აშენდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, სველი წერტილები და დამხმარე ნაგებობები.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონი ლარია.

პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო საცურაო კომპლექსის პროექტირების მიმდინარეობას.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ახალი საცურაო კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპლექსში გათვალისწინებულია ორი აუზის მოწყობა.

კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები, ადმინისტრაციული და დამხმარე სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი კახეთში - ირაკლი კობახიძე ყურძნის მოსავლის აღებისა და ჩაბარების შესახებ ინფორმაციას, ასევე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები