ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

არის ბევრად მძიმე რაღაც, რაც არ არის გაჟღერებული და საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს - სერგეი ყანჩელის ადვოკატი

საქართველოს პროკურატურა

სამოქალაქო აქტივისტ სერგეი ყანჩელის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქართველოს პროკურატურამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით უკვე დაიწყო.

არის ბევრად მძიმე რაღაც, რაც არ არის გაჟღერებული და საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს - სერგეი ყანჩელის ადვოკატი
არის ბევრად მძიმე რაღაც, რაც არ არის გაჟღერებული და საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს - სერგეი ყანჩელის ადვოკატიTV პირველი

სამოქალაქო აქტივისტის, სერგეი ყანჩელის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეუძლია იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებმაც მისი თქმით, მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

უფლებადამცველის თქმით, არის ისეთი გარემობაც, რომელზეც ჯერ ყანჩელს არ უსაუბრია, რადგან მისთვის მძიმეა იმ დღის გახსენება და საზოგადოებისთვის ყველა დეტალის მიწოდება, თუმცა, ის მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს.

პირველ ჯერზე ერთ-ერთი პოლიციელის მიერ მოხდა მისი გაშიშვლება, სრულად, და აიძულეს სერგეიი, რომ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, შიშველი ჩაცუცქულ მდგომარეობაში ყოფილიყო. ჩვენ ვითხოვთ, გამოძიება დაწყებულ იქნას 144-ე ტერცია მუხლის საფიძველზე, რაც არის დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისი დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე ვითხოვთ, სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გამოძიების დაწყებას, რაც არის სქესობრივი დანაშაული. პირველი დაკავშირება მოხდა სერგეი ყანჩელის ოჯახის წევრთან, მამას ესაუბრა ჩემი ინფორმაციით გამომძიებელი, ამის შემდგომ უნდა მოხდეს უშუალოდ ჩემთან დაკავშირება. საგამოძიებო ორგანოს გუშინვე მივმართეთ განცხადებით, სადაც დეტალურადაა გადმოცემული ის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც ახლაც ვსაუბრობ და რაც პირობითად აქამდეც არ არის გაჟღერებული მათ შორის, ჩემი აზრით, ბევრად მძიმე რაღაც არის, ისეთი, რაც დღესაც არ არის გაჟღერებული და საზოგადოება ეტაპობრივად გაიგებს. ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი ამას არ უნდა აკეთებდეს, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა გააკეთა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, სერგეის თხოვნით, ჯერ არ გვსურს გაჟღერება. ის მზად არის მისცეს ჩვენება. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, გამოძიების დაწყებას უმალვე მოყვეს ამ დამნაშავე პირების პირველ რიგში იდენტიფიცირება, შემდგომ უკვე დაკავება, - ამბობს გიორგი ჩხეიძე.

სამოქალაქო აქტივისტი, სერგი ყანჩელი მასზე სავარაუდო ძალადობაზე საუბრობს. აქტივისტის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.