ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მჟავანაძე: ეს სანქცია სახუმარო არაა, ფაქტობრივად საქართველოში მოღვაწეობა აკრძალული მაქვს

ქართული ოცნება

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ნიკოლოზ მჟავანაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და სანქციები გააკრიტიკა. მისი თქმით, შეზღუდვების გამო საქართველოს ბანკები ვეღარ მოემსახურებიან და YouTube მონეტიზაციასაც დაკარგავს. მჟავანაძემ ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ ბანკების მიერ სანქციების აღსრულების გამო.

მჟავანაძე: ეს სანქცია სახუმარო არაა, ფაქტობრივად საქართველოში მოღვაწეობა აკრძალული მაქვს
მჟავანაძე: ეს სანქცია სახუმარო არაა, ფაქტობრივად საქართველოში მოღვაწეობა აკრძალული მაქვსტაბულა

რუსეთიდან ბელარუსში გადასული პუტინისტი, ნიკოლოზ მჟავანაძე დიდი ბრიტანეთის სანქციებით უკმაყოფილოა. მისი მტკიცებით, ეს "სადამსჯელო ოპერაციაა". ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.

"მეც თავიდან იუმორით გავატარე ეს ყველაფერი, მაგრამ მთლად საიუმოროდ და სახუმაროდ არ არის მეგობრებო ეს სანქცია. ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. იმიტომ, რომ ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება." - თქვა მჟავანაძემ.

მჟავანაძე ასევე უკმაყოფილოა, რომ ქართული ბანკები ვალდებულები არიან დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად იმოქმედონ. ამასთან დაკავშირებით მან "ქართული ოცნებაც" გააკრიტიკა. მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ YouTube არხზე მონეტიზაციას ვეღარ შეძლებს.

"ეს გამიზნულია იმისთვის, რომ იზოლაციაში მომაქციონ." - ამბობს მჟავანაძე.

1-ელ ოქტომბერს ნიკოლოზ მჟავანაძე მოხვდა საქართველოს 4 მოქალაქეს შორის, რომლებიც ბრიტანეთმა დაასანქცირა.

ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეც თავიდან იუმორით გავატარე ეს ყველაფერი, მაგრამ მთლად საიუმოროდ და სახუმაროდ არ არის მეგობრებო ეს სანქცია. ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. იმიტომ, რომ ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება.“
„ეს გამიზნულია იმისთვის, რომ იზოლაციაში მომაქციონ.“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები