ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზახაროვამ მჟავანაძეს ურჩია, ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით, კლუნებს მიმართოს

ქართული ოცნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ნიკოლოზ მჟავანაძის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებს შეეხებოდა. ზახაროვამ ბრიტანეთის ქმედებები დაგმო და მჟავანაძეს ურჩია, დახმარებისთვის ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს.

ზახაროვამ მჟავანაძეს ურჩია, ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით, კლუნებს მიმართოს
ზახაროვამ მჟავანაძეს ურჩია, ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით, კლუნებს მიმართოსტაბულა

პუტინისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას ბრიფინგზე, დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, შეკითხვა დაუსვა.

პასუხში ზახაროვა ირწმუნებოდა, რომ ეს მორიგი "ანტირუსული თავდასხმების" ტალღაა.

პირველ რიგში, თქვენ მთხოვეთ, შემეფასებინა ეს ყველაფერი. ეს ბრიტანეთის ხელისუფლების აღმაშფოთებელი ფარისევლობაა: ერთი მხრივ, ყველას ჭკუას არიგებენ სიტყვის თავისუფლებაზე, ადგენენ რაღაც რეიტინგებს ღიაობის შესაფასებლად და თავს "დემოკრატიის შუქურად" წარმოაჩენენ, მეორე მხრივ კი ჟურნალისტების წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აწესებენ. ეს ანტირუსული თავდასხმების მორიგი ტალღაცაა, რადგან ის, რასაც თქვენ გედავებიან, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას უკავშირდება. თანაც, ეს ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების კანონმდებლობის ფარგლებში ვითარდება – არა მის საწინააღმდეგოდ, არამედ სწორედ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად, რომელიც არსებობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. თქვენ არ არღვევთ არცერთი იმ ორი ქვეყნის კანონმდებლობას, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართული.

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერის მტკიცებით, ეს სანქციები ცენზურას წარმოადგენს.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეიძლება ცენზურად შეფასდეს, რადგან ამგვარად ხდება საინფორმაციო სივრცის ცენზურა." – თქვა ზახაროვამ.

ამას გარდა, ზახაროვა ირწმუნება, რომ დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებდა. მისივე მტკიცებით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ქვეყანამ "საკუთარი სუვერენიტეტი განამტკიცა".

"ალბათ, ლონდონისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ინსტიტუტების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ წარმოებული აღმაშფოთებელი საინფორმაციო კამპანიების მიუხედავად, ქვეყანა არ გატყდა, პირიქით – საკუთარი სუვერენიტეტი განამტკიცა. ამიტომაც მივიდნენ მიზანმიმართული "შურისძიების ზომების" მიღებამდე. ჩვენ ამ ყველაფერს ვგმობთ. მიგვაჩნია, რომ ეს უკანონო და არალეგიტიმურია და ეწინააღმდეგება, მათ შორის, ბრიტანეთის კანონმდებლობას, მით უმეტეს კი – საერთაშორისო სამართალს." – თქვა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მჟავანაძეს ირონიულად ურჩია, რომ, ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით, ჯორჯ და ამალ კლუნის წერილით მიმართოს.

"თუმცა თქვენს კითხვაზე პასუხის მეორე ნაწილიც მაქვს. რჩევა, რეკომენდაცია, შემოთავაზება მაქვს. იქნებ მოგეწონოთ. ბრიტანეთში არიან ისეთი მოღვაწეები, რომლებსაც არა მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეობაც აქვთ. ამასთან, ისინი ძალიან აქტიურად საქმიანობდნენ სწორედ ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ვგულისხმობ ორ ადამიანს – დაქორწინებულ წყვილს, რომლებმაც თავი სიტყვის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის დამცველებად გამოაცხადეს. გახსოვთ კლუნების წყვილი? ამერიკელი ჰოლივუდის მსახიობი და მისი მეუღლე, იურისტი. როგორც თავად აცხადებდნენ, მათ თავიანთი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვას მიუძღვნეს. ამ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, სწორედ ჟურნალისტების უფლებების დაცვაა.

არ გინდათ, მათ ღია წერილი მისწეროთ, მიმართოთ მოწოდებით? მით უმეტეს, რომ მათ უშუალოდ ბრიტანეთის ტერიტორიაზე სიტყვის თავისუფლების დასაცავად რაღაც "სამიტებიც" კი გამართეს – ასე უწოდებდნენ თავად – და გარკვეული განცხადებებიც მიიღეს. მისწერეთ მათ და სთხოვეთ, დაგიცვან ოფიციალური ლონდონის ქმედებებისგან. მოიყვანეთ ფაქტები, დაურთეთ შესაბამისი დოკუმენტების ბმულები. მოუყევით, როგორ ცდილობს ოფიციალური ლონდონი თქვენთან "ანგარიშსწორებას". აი, შემდეგ კი ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია." – თქვა ზახაროვამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეიძლება ცენზურად შეფასდეს, რადგან ამგვარად ხდება საინფორმაციო სივრცის ცენზურა.“
„ალბათ, ლონდონისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ინსტიტუტების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ წარმოებული აღმაშფოთებელი საინფორმაციო კამპანიების მიუხედავად, ქვეყანა არ გატყდა, პირიქით – საკუთარი სუვერენიტეტი განამტკიცა. ამიტომაც მივიდნენ მიზანმიმართული "შურისძიების ზომების" მიღებამდე. ჩვენ ამ ყველაფერს ვგმობთ. მიგვაჩნია, რომ ეს უკანონო და არალეგიტიმურია და ეწინააღმდეგება, მათ შორის, ბრიტანეთის კანონმდებლობას, მით უმეტეს კი – საერთაშორისო სამართალს.“
„მიღებამდე. ჩვენ ამ ყველაფერს ვგმობთ. მიგვაჩნია, რომ ეს უკანონო და არალეგიტიმურია და ეწინააღმდეგება, მათ შორის, ბრიტანეთის კანონმდებლობას, მით უმეტეს კი – საერთაშორისო სამართალს.“
მარია ზახაროვა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება - მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები