ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხ მოქალაქეს — ნიკოლოზ მჟავანაძეს, მამუკა ფიფიას, პაატა აბულაძეს და გიორგი ირემაძეს — კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქციები დაუწესა, რაც აქტივების გაყინვას და ბრიტანეთში მოგზაურობის შეზღუდვას გულისხმობს.

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირაBM.GE

დიდმა ბრიტანეთმა ნიკოლოზ მჟავანაძეს, მამუკა ფიფიას და პაატა აბულაძეს და გიორგი ირემაძეს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს პირები სანქცირდებიან კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

დღეს, პირველ ოქტომბერს, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის მიზანიც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა.

სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები გულისხმობს აქტივების გაყინვას და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის შეზღუდვას.

„დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურებით“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლონდონმა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, პაატა აბულაძე და კიდევ ერთი ქართველი დაასანქცირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები