ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება - მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების...

ქართული ოცნება

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, მათ შორის ნიკოლოზ მჟავანაძეს, სანქციები დაუწესა. მჟავანაძის განცხადებით, სანქციების გამო მას ქართულ ბანკებში მომსახურება შეეზღუდა და აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას.

მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება - მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების...
მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება - მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების...რადიო თავისუფლება

Sezon TV-ის ყოფილი წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც მრავალი თვეა, ბელარუსში იმყოფება, სანქცირებიდან 5 დღეში, 6 ოქტომბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს:

„ვიღაცეებმა, - თავიდან მეც, - ცოტა ისე, იუმორით გავატარეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის მეგობრებო ეს სანქცია“.

„სოც.ქსელებიც გამეთიშება“

„ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება“, - თქვა მან.

„ადამიანს, რომელსაც რაიმე სამსახური აქვს, ხელფასი უნდა აიღოს ან გარკვეული ჰონორარი უნდა აიღოს, ან ფული უნდა ჩაურიცხოს ვიღაცამ, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში“, - განაცხადა მჟავანაძემ.

მისი თქმითვე, აქვს მოლოდინი, რომ სოციალური ქსელებიც, - მათ შორის „იუტუბი“, სადაც მონეტიზაცია ახალი ჩართული ჰქონდა, გაეთიშება უახლოეს მომავალში - „დროის ამბავია ეს ყველაფერი“.

ნიკოლოზ მჟავანაძე „ოცნებას“ აკრიტიკებს

იგი აკრიტიკებს სააქართველოს ხელისუფლებასაც და მათ მიმართავს: „თავს რომ იწონებთ იმითი, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და გავლენებისგან განთავისუფლდითო! შენს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს და საქართველოში ყველაფერი, - ბანკი იქნება, მიკროსაფინანსო იქნება, ექვემდებარება ბრიტანეთს?! გეკითხებით, ჩვენ ვართ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო“?!

„მთელი მოსახლეობა რომ დაასანქციროს, ესე იგი ფული ვერ უნდა აიღო ადამიანმა“? - იკითხა მან.

მჟავანაძის შეფასებით, სანქციები არის „სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ სასურველ პოლიტიკას არ ატარებენ“.

„ერთი წლის წინანდელი [რის გამოც სანქციები დაწესდა] ახლა რატომ გაიხსენეს, ეს არის გაუგებარი“, - თქვა მან და სანქცირება დაუკავშირა აზერბაიჯანს, - თავის პოზიციებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, თუმცა ამ მოსაზრების რაიმე დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოება არ უთქვამს.

ბრიტანეთის ახალი სანქციები

დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის 1 ოქტომბერს სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს: მამუკა ფიფიას (რომელთანაც მჟავანაძე დაპირისპირებულია), გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს.

იმავე პაკეტის სანქციები ასევე შეეხოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედ და ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.

სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, სატრასტო მომსახურების შეზღუდვასა და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას.

მამუკა ფიფია პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერია. აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის მეგობარი;

გიორგი ირემაძე „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელია.

ნიკოლოზ მჟავანაძე „სეზონი TV-ს“ წამყვანი იყო, დღეისთვის პორტალ Taonews-ის ხელმძღვანელია.

პაატა აბულაძე კი თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნახევარდის ქმარია.

ნიკოლოზ მჟავანაძე, პაატა აბულაძე, მამუკა ფიფია და გიორგი ირემაძე დენის პუშილინთან. წყარო: პუშილინის ტელეგრამი

ეს ოთხეული 2025 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ იმყოფებოდა - რის გამოც დაუწესეს სანქციები. „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი დენის პუშილინი ირწმუნებოდა, რომ „დონეცკში ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე მათ გადასცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს რიგებში მებრძოლი ქართველი დაქირავებულების სია“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიღაცეებმა, - თავიდან მეც, - ცოტა ისე, იუმორით გავატარეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის მეგობრებო ეს სანქცია“
„ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება“
„ადამიანს, რომელსაც რაიმე სამსახური აქვს, ხელფასი უნდა აიღოს ან გარკვეული ჰონორარი უნდა აიღოს, ან ფული უნდა ჩაურიცხოს ვიღაცამ, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში“
„თავს რომ იწონებთ იმითი, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და გავლენებისგან განთავისუფლდითო! შენს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს და საქართველოში ყველაფერი, - ბანკი იქნება, მიკროსაფინანსო იქნება, ექვემდებარება ბრიტანეთს?! გეკითხებით, ჩვენ ვართ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო“
„მთელი მოსახლეობა რომ დაასანქციროს, ესე იგი ფული ვერ უნდა აიღო ადამიანმა“
„ერთი წლის წინანდელი [რის გამოც სანქციები დაწესდა] ახლა რატომ გაიხსენეს, ეს არის გაუგებარი“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები