ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერისთვის საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე შეეხო ცხინვალის რეგიონის ყოფილ დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს, უკრაინელი მოქალაქეების უფლებების შელახვაში მონაწილე პირებსა და რუსული ენერგეტიკის ექსპორტთან დაკავშირებულ გემებს.

ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირატაბულა

გაერთიანებულმა სამეფომ პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერისთვის საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს – სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ოთხივე მათგანი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში ჩასული დელეგაციის წევრებს შორის იყო, რომელიც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ხელმძღვანელს შეხვდა და ვიზიტი საჯაროდ გააშუქა.

მამუკა ფიფიას შემთხვევაში სანქციების საფუძვლად ბრიტანეთი პრორუსული დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებასაც ასახელებს. ფიფია პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ხელმძღვანელობს, გიორგი ირემაძე ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია, ნიკოლოზ მჟავანაძე რუსულენოვანი ტელეარხის, "სეზონი TV-ის" დამფუძნებელია, ხოლო პაატა აბულაძე, რომელიც კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარია, ბრიტანეთის სანქციების სიაში პოლიტიკურ და სამხედრო მიმომხილველად არის მოხსენიებული.

სანქციები დაუწესდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ყოფილ დე ფაქტო ლიდერს, ალან გაგლოევსაც. ბრიტანეთის განმარტებით, გაგლოევი რუსეთის მთავრობას ვლადიმირ პუტინის მრჩევლად მუშაობით უჭერს მხარს.

ახალი პაკეტი სულ 31 სანქციურ ზომას მოიცავს. სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავებაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობაში მონაწილე რვა პირი და უკრაინელი ბავშვებისთვის იდეოლოგიის თავს მოხვევასა და სამხედრო სწავლებაში ჩართული შვიდი პირი.

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, რუსეთის მიერ დეპორტირებული დაახლოებით 6 000 უკრაინელი ბავშვი ე.წ. "ხელახალი აღზრდის" ბანაკებში გადაიყვანეს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მილიონობით ბავშვი კრემლის პროპაგანდისტულ პროგრამებშია ჩართული.

სანქციები შეეხო რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტთან დაკავშირებულ რვა გემსაც. სანქცირებულ პირებს აქტივები გაეყინებათ და დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ, გემებზე კი საზღვაო და სავაჭრო შეზღუდვები გავრცელდება.

"ჩვენ სანქციებს ვუწესებთ როგორც რუსეთის აგრესიის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების წყაროებს, ისე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირებს. დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას არ შეასუსტებს." – თქვა ევროპის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა, ლორდ ვუდმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ სანქციებს ვუწესებთ როგორც რუსეთის აგრესიის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების წყაროებს, ისე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირებს. დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას არ შეასუსტებს.“
ლორდ ვუდი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.