ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ, ეს იყო “მესიჯ ბოქსი“, რომ შეიძლება ლანძღვა მეუფესი - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეუფე იობის ლანძღვა „ქართული ოცნებისგან“ წამოსული „მესიჯ ბოქსი“ იყო, რომლითაც მათი „შინაგანი ურჯულოება ამოხეთქა“ მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა ხელისუფლება გააკრიტიკა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერისა და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტის მიერ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის გინების ფაქტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გამოეხმაურა.
როგორც მან ფეისბუქ ლაივიში კითხვა-პასუხისას განაცხადა, ეს იყო “მესიჯ ბოქსი“, რომ შეიძლება ლანძღვა მეუფესი, იმიტომ რომ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათი რეაქციიდან კარგად გამოჩნდა, როგორც “ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ“
სრულიად წარმოუდგენელი რეაქცია “ოცნებიდან“, რომელიც ჩვენ ყველას გვასწავლიდა, ეკლესიის მიმართ როგორ უნდა იქცეოდე და უცებ ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ და ისე მიმართეს მეუფე იობს, რომელიც ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მართმადიდებლურ ქვეყანაში ხელისუფლებიდან წამოვიდეს ასეთი გზავნილი. სწორედ საქართველოში, რომელსაც სულ სხვა ტრადიცია და ისტორია აქვს, ჩვენ რომ ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ შეიძლება, ვინმემ ასე მიმართოს და სხავდასხვა წევრებმა “ოცნების“, ერთი არის ეს ნაცვლიშვილი და სხვები არიან მინისტრები რომ არიან. ეს იყო “მესიჯ ბოქსი“, რომ, შეიძლება ლანძღვა მეუფესი, იმიტომ რომ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობა,- თქვა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა, მეუფე იობის ქადაგების შეფასებისას თქვა, რომ „ღმერთმა შეუნდოს“
ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო, სოციალურ ქსელში დაწერა: „იობ ტვაიუ მაწ რა“.
მეუფე იობის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ქადაგების შემდეგ მასზე მედიაში გავრცელებულ შეფასებებს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე.
"ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს"- თვლის მამა ანდრია.
კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი ლაშა ნაცვლიშვილს აღსარების ჩაბარებას ურჩევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…