მოსკოვში ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის გაფრთხილება გამოსცა რუსეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის
მოსკოვში აშშ-ის საელჩომ ჯანდაცვის გაფრთხილება გამოსცა რუსეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ირკუტსკის ოლქში შავი ჭირით შესაძლო ინფიცირებისა და ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე.

მოსკოვში ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის გაფრთხილება გამოსცა რუსეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის.
განცხადების მიხედვით, საელჩო ინფორმირებულია ირკუტსკის ოლქში გავრცელებული ცნობების შესახებ, რომელთა თანახმად, ფილტვის შავი ჭირით შესაძლო ინფიცირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ირკუტსკის საავადმყოფოებში კარანტინი გამოცხადდა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარების განვითარებას. აშშ-ის მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, რომ დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ. ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, აშშ-ის მთავრობის პერსონალს შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები შეეხოს კონკრეტულ რეგიონებში როგორც პირად, ისე ოფიციალურ მგზავრობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო სამოქმედო ნაბიჯებში წერს:
შესაბამის ტერიტორიაზე მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების მითითებები, თავი აარიდონ დაზარალებულ ობიექტებს და ცხელების ან რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
რუსეთისთვის განკუთვნილი ჯანდაცვის სპეციფიკური სიახლეების მისაღებად ეწვიეთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მოგზაურთა ჯანმრთელობის გვერდს.
თუ იმოგზაურეთ ინფექციის გავრცელების ზონაში, მგზავრობიდან 14 დღის განმავლობაში დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობას.
საელჩო მოქალაქეებს ასევე ურჩევს, ზოგადი ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადახედონ აშშ-ის საელჩოს ქვეყნის გვერდს, იხელმძღვანელონ საელჩოს მიერ შემოთავაზებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა სიით, ასევე, საზღვარგარეთ ყოფნისას ავად გახდომის შემთხვევაში, სამედიცინო ევაკუაციის შესაძლებლობებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარონ სამოგზაურო დამზღვევ კომპანიასთან.
საელჩო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიებს და მზად იყვნენ გეგმების შესაცვლელად.
29 სექტემბერს გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, 28 წლის დარია შიპილოვა ქალაქგარეთ მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა გარდაცვალების მიზეზად „უცნობი წარმოშობის პნევმონია“ დაასახელა. რუსული მედიის ცნობით, სიკვდილის მიზეზი შესაძლოა შავი ჭირი ყოფილიყო.
დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთში შავი ჭირის პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ევროპაში ადამიანებში შავი ჭირის აფეთქება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
იხილეთ ასევე:
ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მონიტორინგს ვუწევთ – რუბიო რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქების გამო, აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთის ტერიტორია
- ალიააშშ-ის საელჩო რუსეთში „შავი ჭირის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს
- ტაბულარუსეთში აშშ-ს საელჩომ ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარების განვითარებას. აშშ-ის მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, რომ დაეხმაროს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ. ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, აშშ-ის მთავრობის პერსონალს შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები შეეხოს კონკრეტულ რეგიონებში როგორც პირად, ისე ოფიციალურ მგზავრობაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…