პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მონიტორინგს ვუწევთ – რუბიო რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ცნობებს. გავრცელებული ინფორმაციით, ირკუტსკის შავი ჭირის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ციმბირში კარანტინი დაწესდა, თუმცა რუსეთი დაავადების აფეთქებას უარყოფს.

ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მონიტორინგს ვუწევთ – რუბიო რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე
ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მონიტორინგს ვუწევთ – რუბიო რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზენეტგაზეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან ცნობებს რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ.

გავრცელებული ცნობებით, ირკუტსკის შავი ჭირის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვმა ციმბირში ფართომასშტაბიანი კარანტინი დააწესა. თუმცა ამავდროულად რუსეთი ამტკიცებს, რომ დაავადების აფეთქებას ადგილი არ აქვს.

„როგორც ჩანს, ლაბორატორიის თანამშრომელი ინფიცირებული იყო და არსებობდა შიში, რომ დაავადება შესაძლოა გავრცელებულიყო. როგორც ნებისმიერი სხვა მსგავსი შემთხვევის დროს, თუ რამე გარეთ გაჟონავს, ის შეიძლება სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მონიტორინგს ვუწევთ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

თუმცა, რუბიომ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს ინციდენტი „განგაშის საფუძველს არ იძლევა“.

29 სექტემბერს გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი 28 წლის დარია შიპილოვა ქალაქგარეთ მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა გარდაცვალების მიზეზად „უცნობი წარმოშობის პნევმონია“ დაასახელა. რუსული მედიის ცნობით, სიკვდილის მიზეზი შესაძლოა შავი ჭირი ყოფილიყო.

დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთში შავი ჭირის პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ევროპაში ადამიანებში შავი ჭირის აფეთქება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩაატარა „საგანგებო თათბირი“ „განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების სავარაუდო შემთხვევის“ გამო და „ანტიეპიდემიური ღონისძიებების სრულ სპექტრს ახორციელებდა“, ხოლო ყველა პირი, ვისაც გარდაცვლილთან კონტაქტი ჰქონდა, „სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეთვალყურეობის ქვეშ 200-მდე ადამიანი მოექცა. დამოუკიდებელი გამოცემა „People of Baikal“-ის ცნობით, შელეხოვის რაიონული საავადმყოფოს სტაციონარული განყოფილება და ირკუტსკის რამდენიმე საავადმყოფო კარანტინში გადაიყვანეს. ოფიციალურად მხოლოდ შელეხოვის საავადმყოფოს კარანტინი დადასტურდა.

წყაროებზე დაყრდნობით „რადიო თავისუფლების“ პროექტმა „Siberia.Realities“-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ შიპილოვას ინსტიტუტის თანამშრომლებიც შენობის შიგნით იზოლირებულნი იყვნენ და „სკამებზე ეძინათ“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ბევრი დეტალი არ დადასტურებულა“ და დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, სწრაფად და ღიად გააზიაროს ზუსტი ინფორმაცია.

„შავი ჭირი ცნობილი დაავადებაა და მისი მკურნალობა ჩვეულებრივი ანტიბიოტიკებით არის შესაძლებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკურნალობა ადრეულ ეტაპზე იწყება,“ — განაცხადა Financial Times-თან ოფიციალურმა პირმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარკო რუბიო - აშშ რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ცნობებს ყურადღებით აკვირდება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი რუსეთში, ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე - ჩვენ მათ დავეხმარებით
  3. ფორმულაოპოზიციურირუბიოს განცხადებით, რუსეთმა შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოსკოვში ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის გაფრთხილება გამოსცა რუსეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები