რუსეთში აშშ-ს საელჩომ ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა
რუსეთში აშშ-ის საელჩომ ციმბირში პნევმონიური ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა და აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.

რუსეთში აშშ-ს საელჩომ ციმბირში პნევმონიური ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა.
"აშშ-ს საელჩოსთვის ირკუტსკის ოლქის პრესაში გავრცელებული ინფორმაცია პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის შედეგად ერთი პირის გარდაცვალების, აგრეთვე ირკუტსკში მასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომებისა და საავადმყოფოების დახურვის შესახებ ცნობილია. ჩვენ ვაგრძელებთ ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. აშშ-ს მთავრობას რუსეთში, განსაკუთრებით კი მოსკოვის ფარგლებს გარეთ, აშშ-ს მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, აშშ-ს მთავრობის თანამშრომლებს, შესაძლოა, დაუწესდეთ დამატებითი შეზღუდვები კონკრეტულ რეგიონებში როგორც პირადი, ისე სამსახურებრივი მიზნებით გადაადგილებაზე.
რუსეთისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მე-4 დონის სამოგზაურო გაფრთხილება (არ იმოგზაუროთ) კვლავ ძალაში რჩება. რუსეთში მყოფმა აშშ-ს მოქალაქეებმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. აშშ-ს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას გეგმავენ, უკანონო დაკავების საფრთხისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, კვლავ მკაცრად ეძლევათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ ვიზიტისგან." - წერია საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთში, ირკუტსკის ოლქში პნევმონიური ჭირისგან 28 წლის ქალი დაიღუპა.
თეთრი სახლი რუსეთში ჭირის სავარაუდო გავრცელებას აკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Axios დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ტრამპის ადმინისტრაცია საქმის კურსშია, ეპიდემიის გავრცელებას აკვირდება და სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს". - უთხრა Axios-ს წყარომ.
ციტატები სტატიიდან
„ტრამპის ადმინისტრაცია საქმის კურსშია, ეპიდემიის გავრცელებას აკვირდება და სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.