დიმერში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, დაშავებულია ექვსი ადამიანი.

კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს და დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა, თავდასხმიდან რამდენიმე საათში, ნანგრევებიდან 7 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.
ცნობისთვის, რუსებმა კიევის ოლქის დიმერის დასახლებას გუშინ დაარტყეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობა დაინგრა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…