ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქების გამო, აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთის ტერიტორია
რუსეთში აშშ-ის საელჩომ ირკუტსკში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების გამო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

რუსეთში აშშ-ის საელჩო ირკუტსკში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. სპეციალური განცხადება რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს რუსეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, ქვეყანა დატოვონ. საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ, აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობა, მოქალაქეებს საკონსულო დახმარება გაუწიოს, შეზღუდულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო აგრძელებს ირკუტსკის ოლქში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.
გარდა ამისა, აშშ-ის საელჩო ირკუტსკში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის რეკომენდაციების სიას აქვეყნებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს დაიცვან ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებები, მოერიდონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც შესაძლოა ეპიდემიის ზონაში ან მის სიახლოვეს მდებარეობდეს, სიცხის ან რესპირატორული სიმპტომების, მათ შორის ხველის ან სუნთქვის გაძნელების, გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
აშშ-ის საელჩო ასევე საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ იმყოფებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადების გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა, მომდევნო 14 დღის განმავლობაში აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ალიააშშ-ის საელჩო რუსეთში „შავი ჭირის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს
- ტაბულარუსეთში აშშ-ს საელჩომ ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა
- ნეტგაზეთიმოსკოვში ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის გაფრთხილება გამოსცა რუსეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის
ციტატები სტატიიდან
„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს რუსეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, ქვეყანა დატოვონ. საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ, აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობა, მოქალაქეებს საკონსულო დახმარება გაუწიოს, შეზღუდულია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…