შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუს-ის ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის დანიშვნაზე პარლამენტი 16 სექტემბერს იმსჯელებს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის დანიშვნაზე პარლამენტი 16 სექტემბერს იმსჯელებს და კანდიდატურას ოთხშაბათს უყრის კენჭს. სპიკერმა გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის დანიშვნაზე პარლამენტი 16 სექტემბერს იმსჯელებს. პროცედურების შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი ოთხშაბათს უყრის კენჭს. სპიკერმა გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში და წარმატება ვუსურვო მის შემდეგ საქმიანობაში. უკვე შემოსული არის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული კანდიდატურის, თამაზ ბორაშვილის წარდგინება, რომელსაც დღეს გადავცემთ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. რეგლამენტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩანიშვნა არის საჭირო კომიტეტის სხდომის, ოთხშაბათს დილით ჩაინიშნება კომიტეტის სხდომა, ორდღიანი ვადის გათვალისწინებით და ოთხშაბათს გვექნება უკვე კანდიდატურაზე კენჭისყრა პარლამენტში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა პაპუაშვილი – პარლამენტში თამაზ ბორაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება
მსურს, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურაზე კენჭისყრა ოთხშაბათს ჩატარდება - შალვა პაპუაშვილი
მორიგი საკადრო ცვლილება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს
ოთხშაბათს ვგეგმავთ კომიტეტის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა - ალექსანდრე ტაბატაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…