ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისში, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

თბილისში, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის (ყვითელი საგზაო კვადრატების ქსელის) დანერგვაზე მუშაობა იწყება. მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინიციატივის მიზანია საცობებისა და მოძრაობის პარალიზების პრევენცია იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც მძღოლები შუქნიშნის მწვანეზე გზაჯვარედინზე შესვლისას წინ არსებული დაბრკოლების გამო ჩერდებიან.

თბილისში, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა იწყება
თბილისში, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა იწყებანეტგაზეთი

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე ყვითელი საგზაო კვადრატების ქსელის (ე.წ. Yellow box-ის) დანერგვის შესახებ.

როგორც კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკაში ეს არის აპრობირებული მეთოდი იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც საავტომობილო ნაკადი დიდია და მხოლოდ შუქნიშნით მოძრაობის რეგულირება საკმარისი არ არის.

რას ნიშნავს ე.წ. Yellow box?

ზოგჯერ როცა შუქნიშანზე მწვანე ინთება, მძღოლი შედის გზაჯვარედინზე, მაგრამ წინ საცობის გამო გავლას ვერ ასწრებს და შუა გზაჯვარედინზე იჭედება. როცა შუქნიშანი იცვლება, ეს გაჭედილი ავტომობილი გზას უკეტავს სხვა მიმართულებიდან მომავალ მანქანებს, რითაც მთლიანი მოძრაობა პარალიზდება.

Yellow Box ეს არის გზაჯვარედინის შუაგულში დახაზული ყვითელი კვადრატების ქსელი. მისი მთავარი წესი კი ასეთია: მძღოლს ეკრძალება ყვითელ ზონაში შესვლა, თუ მისი სამოძრაო ზოლი წინასწარ თავისუფალი არ არის. (ანუ, ყვითელ ბადეზე გაჩერება არ შეიძლება).

„ალბათ, ყველას, ვინც საჭესთან ვართ, შევსწრებივართ შემთხვევებს, როდესაც გზაჯვარედინზე ანთებულია მწვანე, მაგრამ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მძღოლები მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას, ამით კი სხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ყოველდღიურად გვხვდება მოძრაობის ასეთი ჩაკეტვა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და პრობლემად იქცევა. შესაბამისად, ეს საჭიროებს დარეგულირებას. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი, მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის, სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას, თუმცა რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მსგავსი პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინებზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი (ე.წ. Yellow box). ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და, შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად, პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა. ამ ტიპის პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, მინდა, დავავალო ჩვენს სამსახურს – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, დაიწყონ მუშაობა ამ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში, რომ გარკვეულწილად მძღოლებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ისაუბრა ბოლო წლებში თბილისში გაზრდილი კერძო ავტომობილების რაოდენობის შესახებაც და აღნიშნა, რომ სტატისტიკის თანახმად, დღეს პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.

„თბილისში ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ქალაქში გადაადგილება, განსაკუთრებით კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში, პრობლემურია და გვაქვს საცობები. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა, პირობითად 2012 წლამდე, ეს იყო, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი, დღეს კი უკვე პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაწყებულია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება – „ჭკვიანი“ შუქნიშნების დანერგვა, კონკრეტული პრობლემური არეალების მოწესრიგება, ასევე, საგზაო კვადრატების ქსელის შექმნა და ა.შ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.