რა ნიშნავს Yellow Box - როგორ განტვირთავს გზებზე ყვითელი ხაზების ქსელი მოძრაობას
დედაქალაქში საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის მიზნით გზაჯვარედინებზე ყვითელი ხაზების ქსელის (Yellow Box) მოწყობა იგეგმება, რაც მძღოლებს კვადრატში შესვლას კრძალავს, თუ გასასვლელი თავისუფალი არ არის.

საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის მიზნით დედაქალაქში ყვითელი ხაზების ქსელის მოწყობა იგეგმება. სიახლის შესახებ თბილისის მერმა ისაუბრა, თუმცა საზოგადოების ნაწილში, Yellow Box-ის მნიშვნელობამ დამატებითი კითხვები გააჩინა.
როგორც მერიაში განმარტავენ, "Yellow Box" წარმოადგენს გზაჯვარედინზე დატანილ ყვითელი ხაზების ქსელს. მისი მთავარი პრინციპი მარტივია - მძღოლი არ უნდა შევიდეს მონიშნულ ზონაში, თუ წინასწარ ხედავს, რომ გზაჯვარედინის გასასვლელი თავისუფალი არ არის და მის დატოვებას შეუფერხებლად ვერ შეძლებს (ანუ თუ საცობია).
ამგვარად, გადატვირთული მოძრაობის დროსაც კი, გზაჯვარედინის სივრცე თავისუფალი რჩება სხვა მიმართულებით მოძრავი, ან მობრუნებული სატრანსპორტო ნაკადებისთვის.
ასეთი სქემით დახაზულ გზაჯვარედინებზე მძღოლებს ეკრძალებათ კვადრატში შესვლა, ხაზის გადაკვეთა, თუ გასასვლელი თავისუფალი არ არის, რაც მიუხედავად დატვირთული მოძრაობისა, გადამკვეთ ან მობრუნებულ ტრანსპორტს გადაადგილების გაგრძელების საშუალებას აძლევს.
კვადრატულად დახაზული მონიშვნებით შესაძლებელია გზაჯვარედინის საგზაო ნაწილის ოპტიმალურად გამოყენება, რაც განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.