პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე საცობებისგან განმუხტვის გზებზე: ვნახოთ ის ორი კონკრეტული პროექტი, რომელიც კვლევაზეა გაშვებული რა შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ გვეცოდინება რა არის გასაკეთებელი

ქართული ოცნებათბილისის მერიაინფრასტრუქტურის სამინისტრო

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის საცობებისგან განსატვირთად ორი პროექტი კვლევაზეა გაშვებული, რელიეფის გამო კი წრიული გზების გაკეთება შეუძლებელია. მერის თქმით, მომავალ წელს 200 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

კახა კალაძე საცობებისგან განმუხტვის გზებზე: ვნახოთ ის ორი კონკრეტული პროექტი, რომელიც კვლევაზეა გაშვებული რა შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ გვეცოდინება რა არის გასაკეთებელი
იმედინიუსი

ვნახოთ ის ორი კონკრეტული პროექტი,რომელიც კვლევაზეა გაშვებული რა შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რა არის გასაკეთებელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საცობებისგან განმუხტვის გზებზე საუბრისას.

კალაძის თქმით, მერიას ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სადაც კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევა, საუბარია დედაქალის შემოვლით გზებზე, დასავლეთ და აღმოსავლეთ შემოსასვლელებზე.

„ვნახოთ როგორი იქნება კვლევის შედეგი. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რატომ არ აკეთებთ მაგალითად ისე, როგორც მოსკოვში გააკეთეს წრიულები. ჩვენი ქალაქის რელიეფი არ იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ როდესაც დარგის სპეციალისტებს, უცხოელებს ვთხოვეთ, რომ გაეკეთებინათ პროექტი თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ძალიან რთულია, იმ თვალსაზრისით, რომ თბილისი არის ჩიხივით. რელიეფიდან გამომდინარე შეუძლებელია წრიულების გაკეთება, რომელიც რა თქმა უნდა, გარკვეულწილად განტვირთავდა დედაქალაქს. ვნახოთ ის ორი კონკრეტული პროექტი, რომელიც კვლევაზეა გაშვებული რა შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რა არის გასაკეთებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თბილისი მერის თქმით, იგეგმება ავტობუსების რაოდენობის გაზრდა.

„მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანა, ქალაქი იზრდება, ფართოვდება, მოთხოვნა დიდია სხვადასხვა დასახლებებიდან, ყველგან ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რომ ავტობუსს შეეძლოს გადაადგილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ძალიან კომფორტული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს გზებს ვავიწროებთ. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა - გარკვეულ მონაკვეთებში კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენი ავტომობილი გადაადგილდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები