ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისში გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, სატრანსპორტო კვანძებზე საგზაო კვადრატების ქსელის, ე.წ. yellow box-ის დანერგვა იგეგმება. მერის განცხადებით, ინიციატივის მიზანია გზაჯვარედინებზე მოძრაობის განტვირთვა და იმ მძღოლების შეზღუდვა, რომლებიც მწვანე შუქზეც კი აბრკოლებენ მოძრაობას.

თბილისში გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება
თბილისში გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმებაალია

დედაქალაქში, იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა, საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box დაიხაზება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულის საჭიროების წარმოქმნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ შუქნიშანზე, მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი გადადის გზაჯვარედინზე, ჩერდება და აბრკოლებს მოძრაობას.

„იცით, რომ თბილისში ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა. ქალაქში გადაადგილება კონკრეტულ უბნებში არის პრობლემა, საცობებია. დაწყებული გვაქვს ღონისძიებები, ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დანერგვა, ასევე კონკრეტული პრობლემური არეალების მოწესრიგება განტვირთვის თვალსაზრისით. საინტერესოა სტატისტიკაც რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა 2012 წლამდე, დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი იყო. დღეს, პიკის საათში 900 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც პრობლემაა.

ყველას, ვინც საჭესთან ვართ, გვქონია შემთხვევა, როდესაც გზაჯვარედინზე, როდესაც ერთი კონკრეტული მიმართულებით გადატვირთვა არის, არის საცობი, ხშირია შემთხვევა, როდესაც მძღოლები, როდესაც მწვანეა ანთებულია და ხედავ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას და სხვა მიმართულებით მარცხნიდან, ან მარჯვნიდან როდესაც საცობი არაა, იმ ავტომობილის მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას. ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ეს საჭიროებს დარეგულირებას და მოწესრიგებას.

საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონშიც არსებობს ჩანაწერი, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას. რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box. ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა.

მინდა ვთხოვო ურბანულ სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ მუშაობა აღნიშნულთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ მძღოლებს გადაადგილება“,- აღნიშნა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იცით, რომ თბილისში ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა. ქალაქში გადაადგილება კონკრეტულ უბნებში არის პრობლემა, საცობებია. დაწყებული გვაქვს ღონისძიებები, ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დანერგვა, ასევე კონკრეტული პრობლემური არეალების მოწესრიგება განტვირთვის თვალსაზრისით. საინტერესოა სტატისტიკაც რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა 2012 წლამდე, დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი იყო. დღეს, პიკის საათში 900 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც პრობლემაა. ყველას, ვინც საჭესთან ვართ, გვქონია შემთხვევა, როდესაც გზაჯვარედინზე, როდესაც ერთი კონკრეტული მიმართულებით გადატვირთვა არის, არის საცობი, ხშირია შემთხვევა, როდესაც მძღოლები, როდესაც მწვანეა ანთებულია და ხედავ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას და სხვა მიმართულებით მარცხნიდან, ან მარჯვნიდან როდესაც საცობი არაა, იმ ავტომობილის მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას. ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ეს საჭიროებს დარეგულირებას და მოწესრიგებას. საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონშიც არსებობს ჩანაწერი, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას. რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box. ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა. მინდა ვთხოვო ურბანულ სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ მუშაობა აღნიშნულთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ მძღოლებს გადაადგილება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.