კახა კალაძე: ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს გზებს ვავიწროებთ. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა - გარკვეულ მონაკვეთებში კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენი ავტომობილი გადაადგილდება
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მთავარი პრობლემა მანქანებზე დამოკიდებულებაა და საცობების მოსაგვარებლად შესაძლოა კენტი და ლუწი ნომრებით მოძრაობა ან გარკვეულ უბნებში ფასიანი შესვლა დაწესდეს.

ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს გზებს ვავიწროებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საცობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
კახა კალაძის თქმით, აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა, გარკვეულ მონაკვეთებში კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენი ავტომობილი გადაადგილდება.
„ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს გზებს ვავიწროებთ და საავტობუსო ზოლებს რომ ვაკეთებთ, ეს იყოს პრობლემა. მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო, აღმაშენებლის ხეივანი, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა, არანაირი საავტობუსო ზოლი არ დახაზულა. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე. გარკვეულ მონაკვეთებში კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენი ავტომობილი გადაადგილდება. ამით რისი თქმა მინდა, რომ დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა. ის, რომ მერია არაფერს აკეთებს... რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, მაგრამ როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა ამ პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, მაგალითად, დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები და დაშვებული. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა, როგორც ხდება, როგორც გაკეთდა ეს ბევრ ევროპულ ქალაქში. საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის, ისე არ გამოვა, რომ მუნიციპალიტეტი არაფერს აკეთებს და პრობლემაა“, - აღნიშნა მან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…