პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება – კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პატრიარქის დაკრძალვისას არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება, გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა, ხოლო დეტალურ მონაცემებს საზოგადოებას მალე წარუდგენენ.

არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება – კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე
ალია

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაუზიარებენ.

როგორც მთავრობის მეთაური ირწმუნება, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცით „არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება“.

რაც შეეხება კითხვას, უნდა დაინტერესდეს თუ არა აღნიშნული თემით საგამოძიებო უწყებები, კობახიძე ამბობს, რომ ინფორმაციას ჯერ საზოგადოებას წარუდგენენ და თუ კითხვები დარჩება, შემდეგ იქნება შესაძლებელი ნებისმიერი უწყებისთვის მიმართვა.

„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. ამასთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცია უკვე მაქვს მთავრობის ადმინისტრაციიდან. პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც – ბევრად მეტი იყო გამოყოფილი და ამ თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ინტერესია და არაერთი განცხადება იყო, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, სრული, დეტალური ინფორმაცია გაუზიაროთ საზოგადოებას და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ თანხებზე საზოგადოებას კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის მიმართ აქვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, საჭიროდ მივიჩნევთ, უახლოეს მომავალში დეტალური ინფორმაცია გავუზიაროთ საზოგადოებას
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი თანხა და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა
  3. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებსა და თიკა რუხაძეზე: არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები