პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო, სადაც 133 კანდიდატი გასაუბრებას გადის; შერჩეულები ორთვიანი კურსის შემდეგ დაინიშნებიან და მათი ხელფასი 1 390 ლარი იქნება.

პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. სტაჟიორობის კანდიდატები საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან გასაუბრებას გადიან, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტაჟიორთა კონკურსი 2026 წლის ივნისში გამოცხადდა. სულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 1 120 კანდიდატი დარეგისტრირდა. საიდანაც კონკურსის მეორე ეტაპზე - ტესტირება სპეციალობაში 1 008 კანდიდატი გადავიდა.
"კონკურსის მეორე ეტაპისა და ინტელექტის საკვლევი ტესტის (IQ) გავლის შემდეგ, კონკურსის მესამე ეტაპზე- გასაუბრებაში მონაწილეობას 133 კანდიდატი იღებს.
საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები, ორთვიანი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და სტაჟიორების ხელფასი 1 390 ლარს შეადგენს.
სტაჟირების სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები - კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…