ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ახალ ტურისტულ მიმართულებად განიხილავენ - დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ქვეყნის პრეზენტაციები და შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში საქართველოს ტურისტული პრეზენტაციები და B2B შეხვედრები გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სკანდინავიის დედაქალაქებში სარეკლამო ბანერები განთავსდა, რაც მიზნად ისახავს ცნობადობის გაზრდას და ქვეყანაში მეტი მოგზაურის მოზიდავს.

სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ახალ ტურისტულ მიმართულებად განიხილავენ - დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ქვეყნის პრეზენტაციები და შეხვედრები გაიმართა
სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ახალ ტურისტულ მიმართულებად განიხილავენ - დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ქვეყნის პრეზენტაციები და შეხვედრები გაიმართარუსთავი 2

სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ახალ ტურისტულ მიმართულებად განიხილავენ.

დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ქვეყნის პრეზენტაციები და შეხვედრები გაიმართა. ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ ტუროპერატორებს შეხვდნენ.

საინფორმაციო და ბიზნეს შეხვედრებში 10 ქართული და 50-მდე ადგილობრივი ტუროპერატორი მონაწილეობდა. მათი თქმით, საქართველო მოგზაურებს განსხვავებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმში ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერები განთავსდა.

პირდაპირი ავიამიმოსვლა კოპენჰაგენსა და თბილისს შორის, მზარდი ინტერესი და უკვე დაგეგმილი ტურები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ აქტიური მარკეტინგული კამპანია სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობას გაზრდის და ქვეყანაში მეტ მოგზაურს მოიზიდავს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მაია მურაჩაშვილი: ძალიან კარგად იყო შეხვედრები ორგანიზებული, საუკეთესო ადგილებში ჩატარდა და ყველგან იყო წარმოდგენილი ქართული ღვინოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები