Wizz Air-ის თვითმფრინავი ბერლინში ვერ გაფრინდა
Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი უამინდობის გამო ვერ შესრულდა; ავიაკომპანიის ცნობით, მგზავრებს ქუთაისის სასტუმროებში გადაანაწილებენ და ფრენა 25 ნოემბერს შედგება.


ქუთაისი-ბერლინის რეისი
როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისის მგზავრებს თბილისიდან ქუთაისში გადაიყვანენ და სასტუმროებში გადაანაწილებენ. ფრენა ხვალ, 25 ნოემბერს შესრულდება.
„ეკიპაჟმა თავდაპირველად ქუთაისში დაბრუნება სცადა, თუმცა არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გამო უსაფრთხო დაშვება ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ „ვიზეარში“.
მოგვიანებით კომპანიის წარმომადგენლობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ცვლილებებით დაზარალებულ მგზავრებს განახლებული სამგზავრო განრიგის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ“.
„ვიზეარი“ ქუთაისიდან ორი სიხშირით ასრულებს ფრენებს ქუთაისი-ბერლინი-ქუთაისის მიმართულებით. მგზავრები, რომლებიც დღეს მოფრინავდნენ ბერლინიდან ხვალ წამოიყვანენ.
რადიო თავისუფლება სხვა დეტალების გარკვევას ცდილობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…