ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიასატარებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია და როუდშოუ გამართა. კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში ჩატარებულ შეხვედრებში ქართული და ადგილობრივი ტუროპერატორები მონაწილეობდნენ, ხოლო ქალაქების ცენტრებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიასატარებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიასატარებსიმედინიუსი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დანიაში, ნორვეგიასა დაშვედეთში მასშტაბური როუდშოუ მოაწყო. პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები სამივე ქვეყნისდედაქალაქებში - კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საინფორმაციო და ბიზნეს შეხვედრებში 10 ქართული და 50-მდე ადგილობრივი ტუროპერატორიმონაწილეობდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენის, ოსლოსა დასტოკჰოლმში ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველიბანერები განთავსდა.

სკანდინავიის რეგიონში აქტიური მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობისამაღლებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებითპირდაპირი ავიამიმოსვლის გათვალისწინებით.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.