ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები ბერლინისა და ვარშავის 300-მდე ლოკაციაზე განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბერლინისა და ვარშავის 300-მდე ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო ბანერები განათავსა და ევროპელ ტუროპერატორებთან შეხვედრები გამართა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები ბერლინისა და ვარშავის 300-მდე ლოკაციაზე განთავსდა
საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები ბერლინისა და ვარშავის 300-მდე ლოკაციაზე განთავსდარუსთავი 2

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, 300-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.

გერმანიისა და პოლონეთის დედაქალაქებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს სამთო კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.

ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, გარე რეკლამასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთსა და გერმანიაში ტურისტული როუდშოუების სერია გამართა.

საპრეზენტაციო ღონისძიებები და B2B ფორმატის შეხვედრები ოთხ ქალაქში - ვარშავაში, ბერლინში, მიუნხენსა და ფრანკფურტში ჩატარდა.

ოთხივე ქალაქში გამართულ როუდშოუებსა და ბიზნესშეხვედრებში ჯამში 150-მდე გერმანულმა და პოლონურმა ტურისტულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნეს, B2B შეხვედრებზე კი ქართველმა ტუროპერატორებმა და სასტუმროების წარმომადგენლებმა პოლონელ და გერმანელ კოლეგებთან პირდაპირი საქმიანი კავშირები დაამყარეს.

გერმანიასა და პოლონეთში მიმდინარე მარკეტინგული აქტივობები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ზრდასა და ევროპის ბაზრიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?