ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში მასშტაბური როუდშოუ და B2B ფორმატის შეხვედრები გამართა, ხოლო დედაქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში მასშტაბური როუდშოუ მოაწყო. პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები სამივე ქვეყნის დედაქალაქებში - კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში გაიმართა.
საინფორმაციო და ბიზნეს შეხვედრებში 10 ქართული და 50-მდე ადგილობრივი ტუროპერატორი მონაწილეობდნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმში ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი ბანერები განთავსდა.
სკანდინავიის რეგიონში აქტიური მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის გათვალისწინებით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.