პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სუროგაციის მსოფლიო პრაქტიკა - საერთაშორისო დისკუსია და ევროპული ქვეყნების გამოცდილება

გაეროს ექსპერტები სპეციალურ ანგარიშში სუროგაციის აკრძალვას ითხოვენ ქალთა უფლებების დარღვევის, მონობის მსგავსი პირობებისა და ბავშვებით ვაჭრობის საფრთხეების გამო.

სუროგაციის მსოფლიო პრაქტიკა - საერთაშორისო დისკუსია და ევროპული ქვეყნების გამოცდილება
რუსთავი 2

სუროგაციისას იზღუდება ქალის თავისუფლება, პროცესს კი თან ახლავს სამედიცინო და ფსიქოლოგიური საფრთხეები. იკვეთება ადამიანით ვაჭრობის, მონობის მსგავსი პირობებისა და ბავშვებით უკანონო ვაჭრობის ნიშნები. რისკის წინაშე დგანან ახალშობილებიც - საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას - ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის კონკრეტულ მაგალითებზე გაეროს ექსპერტები სპეციალურ ანგარიშში საუბრობენ და სუროგაციის აკრძალვას ითხოვენ.

ადამიანის ღირსებისა და ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით გაეროს მიერ მომზადებული ანგარიში ევროპარლამენტშიც განიხილეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრეს სუროგაციისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებისა და ამ პრაქტიკის აკრძალვის აუცილებლობაზე.

საფრანგეთში სუროგაცია ადამიანის ღირსებისა და სხეულის ხელშეუვალობის პრინციპების საფუძველზეა აკრძალული. სამოქალაქო კოდექსი ბათილად მიიჩნევს ნებისმიერ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქალი სხვა პირისთვის ბავშვის გაჩენას თანხმდება, მათ შორის, უსასყიდლო სუროგაციის შემთხვევაშიც.

პოლიტიკურ ძალებს შორის სუროგაციის საკითხზე კონსენსუსი არსებობს გერმანიაში. საერთო პოზიცია აქვთ "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლებს - ორივე პოლიტიკური ძალა სუროგაციის აკრძალვის შენარჩუნებას ემხრობა.

სუროგაციას ქალების ექსპლუატაციისა და ბავშვის ყიდვა-გაყიდვის პრაქტიკად მიიჩნევს იტალიის პრემიერ-მინისტრი. ჯორჯა მელონის განცხადებით, ქალის სხეული კომერციალიზაციის საგანი არ უნდა გახდეს, ბავშვი კი გასაყიდ პროდუქტად არ უნდა განიხილებოდეს. მელონის ხელმოწერილი კანონი იტალიის მოქალაქეებისთვის სუროგაციას საზღვარგარეთაც უკრძალავს.

სუროგაციის წინააღმდეგ გამოდის წმინდა საყდარიც. რომის პაპის განცხადებით, ეს პრაქტიკა ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციას გულისხმობს და საფრთხეს უქმნის მათ ღირსებასა და უფლებებს.

სუროგაცია ევროპის ქვეყნების უმეტესობაში აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია. მსგავსი საკანონმდებლო მიდგომა ბევრ სახელმწიფოში ათწლეულებია მოქმედებს. პრაქტიკა აკრძალულია ესპანეთში, სლოვენიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, მალტაში, ლიეტუვასა და სლოვაკეთშიც.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოში სუროგაცია იკრძალება - როგორია საერთაშორისო გამოცდილება. „იმედის კვირის“ მიმოხილვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები