პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს

საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის ხელმძღვანელ ხავიერ პერეს-ტასოს შეხვდა და განაცხადა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საერთაშორისო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს
რუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში SWIFT-ის გენერალურ დირექტორს, ხავიერ პერეს-ტასოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

„SWIFT-თან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ახლა კი შესაძლებლობა მოგვეცა, ორგანიზაციის უშუალო ხელმძღვანელთან განგვეხილა რეგიონული თანამშრომლობისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფინანსური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციისა და საგარეო ფინანსური კავშირების გაძლიერებისთვის.

მისივე განცხადებით, SWIFT-ის ინტერესს წარმოადგენს, საქართველოს მოსახლეობასა და ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტიანი მომსახურება შესთავაზოს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ქართული საბანკო სისტემის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

„მათ აქვთ მზაობა, კიდევ უფრო უკეთ მოემსახურონ საქართველოს მოსახლეობასა და იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი საბანკო სისტემის მომხმარებლები არიან. სწორედ თანამშრომლობის ამ პერსპექტივებზე გვქონდა საუბარი“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეხვედრა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომლის მასშტაბი და საერთაშორისო წარმომადგენლობა განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის ფინანსური მარეგულირებლებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობონათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ინტერესები უფრო ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ვაჭრობისა და ღიაობისთვის იმპულსის მიცემის კუთხით - ჩია დერ ჯიუნიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები