ფრენის ბილეთისა და სასტუმროს ჯავშნისთვის ფულს მოტყუებით არიცხინებდა - 1 პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთპირი დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებული თავის თავს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა და მოქალაქეებს ავიაბილეთებისა და სასტუმროების ჯავშნის სანაცვლოდ თანხას აცხინებდა, რითაც დაზარალებულებს 40 000 ლარის ზიანი მიადგა.

პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლად გაეცნო და თითქოსდა, ავიაკომპანიის ბილეთების შესაძენად და სასტუმროების ჯავშნისთვის, მის ანგარიშზე თანხა ჩაარიცხინა, რაც სრულად მიისაკუთრა. ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულებს დიდი ოდენობით, 40 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგათ". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…