პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებისტვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის და სარგებლის მიღების პირობით თანხებს ართმევდა და ატყუებდა, რა დროსაც მან 90 500 ლარი მიისაკუთრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს, სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თითქოსდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის და შესაბამისი მოგების მიღების მიზნით, მოქალაქეებს განსაზღვრული ვადით თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ყოველთვიური სარგებლის გადახდას და საბოლოოდ, ძირითადი თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდა. ბრალდებულმა არ შეასრულა შეთანხმება, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე, თანხის დაბრუნების ნაწილში და დაზარალებულების კუთვნილ 90 500 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.