ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, სამგორის და ვარკეთილის რაიონებში გაზმომარაგება 9000 აბონენტს შეუწყდა

საქართველოს რკინიგზა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო სამგორისა და ვარკეთილის რაიონებში 9000-მდე აბონენტს, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებსა და სხვა კომერციულ თუ საზოგადოებრივ ობიექტებს, გაზმომარაგება დროებით შეუწყდა. გაზის მიწოდების აღდგენა 16 სექტემბერს 15:00 საათიდან დაიწყება.

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, სამგორის და ვარკეთილის რაიონებში გაზმომარაგება 9000 აბონენტს შეუწყდა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, სამგორის და ვარკეთილის რაიონებში გაზმომარაგება 9000 აბონენტს შეუწყდაინტერპრესნიუსი

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო სამგორის და ვარკეთილის რაიონებში გაზმომარაგება 9000 აბონენტს შეუწყდა.

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, კახეთის გზატკეცილზე, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 9:00 საათიდან დროებით შეუწყდა:

ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს ,,ენერგო სახლი”), გახოკიძის ქ. 6, შუამთის ქ. 28ა (42ა), ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-ში მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-13, 3-15, მაისურაძის ქუჩაზე, კახეთის ჩიხში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს, მათ შორისაა საცხენისის ქუჩაზე (3 მასივის კვ. 1) მდებარე #210 ბაგა-ბაღი, შუამთის ქ. 20-ში მდებარე საჯარო სკოლა # 108, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი, შპს ,,თეგეტა მოტორსი”, კალოუბნის ქ. 34-ში – შპს ,,იფქლი 1”, ქიზიყის ქ. 4-ში შპს ,,KASPIAN KREDO”, შპს ,, მიონზა”, კახეთის ჩიხში – საქართველოს რკინიგზის ფილიალსა და სხვა მცირე, მსხვილი კომერციულ ობიექტებს.

„გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 16 სექტემბერს 15:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004

სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.