პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე დღევანდელ სხდომას სავარაუდოდ დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჯარის ძარცვის საქმის განხილვა იწყება, რომელსაც სოსო ბარათაშვილის თქმით, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. საქმე ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებას ეფუძნება, რომლის თანახმად მან 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი ღარიბაშვილს გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე დღევანდელ სხდომას სავარაუდოდ დაესწრება
TV პირველი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის საქმის განიხლვა იწყება.

ირაკლი ღარიბაშვილის უფლებდამცველის, სოსო ბარათაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, დღევანდელ სხდომას თავად ღარიბაშვილიც დაესწრება.

მისივე თქმით, სხდომა მხარეთა შესავალი სიტყვების გაგრძელდება.

ახლა უკვე მთავარი სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი სასამართლო სხდომა იწყება შესავალი სიტყვებით მოკლედ. მე ვფიქრობ, რომ [ირაკლი ღარიბაშვილი] უნდა დაესწროს, ყოველ შემთხვევაში, მას ასეთი სურვილი აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმე შედგება 48 ტომისაგან. აქ არის მრავალი მოწმის ჩვენება, ოღონდ ეს მოწმეები, ამ მოწმეთა ჩვენებები გადმოტანილი არის სხვა სისხლის სამართლის საქმიდან, ანუ ბურჭულაძის, მხეიძისა და სხვათა სისხლის სამართლის საქმიდან. იმ სისხლის სამართლის საქმეში ირაკლი ღარიბაშვილზე არავინ საუბრობს. აი, ამ საქმის დასრულების შემდეგ მოხდა ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ ჩვენების მიცემა, უკვე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ — ვასილ მხეიძის მიერ ჩვენების მიცემა და არის კიდევ ერთი ირიბი ჩვენება, რომელიც ეკუთვნის ზურაბ ტუკვაძეს და არც ერთი სხვა მოწმე და არც ერთი სხვა ჩვენება ირაკლი ღარიბაშვილზე არ საუბრობს და ირაკლი ღარიბაშვილს საერთოდ არ ეხება, - განაცხადა ბარათაშვილმა.

ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილის პროცესი, რომელიც გაურკვეველი ვადით იყო გადადებული, ჩაინიშნა 20 ნოემბერსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები