საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, 300-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში, ბერლინსა და ვარშავაში, 300-მდე ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა, ხოლო ოთხ ქალაქში გამართულ შეხვედრებში 150-მდე ადგილობრივმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, 300-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.
გერმანიისა და პოლონეთის დედაქალაქებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს სამთო კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.
ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, გარე რეკლამასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთსა და გერმანიაში ტურისტული როუდშოუების სერია გამართა.
საპრეზენტაციო ღონისძიებები და B2B ფორმატის შეხვედრები ოთხ ქალაქში – ვარშავაში, ბერლინში, მიუნხენსა და ფრანკფურტში ჩატარდა.
ოთხივე ქალაქში გამართულ როუდშოუებსა და ბიზნესშეხვედრებში ჯამში 150-მდე გერმანულმა და პოლონურმა ტურისტულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.