"საქართველოს მელიორაციამ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სადრენაჟო პირობები გააუმჯობესა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში, სუფსის დამშრობ მასივზე 1500 მეტრი სიგრძის არხი გაიწმინდა, რის შედეგადაც 10 ჰექტარ მიწის ფართობზე სადრენაჟო პირობები გაუმჯობესდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში, სუფსის დამშრობ მასივზე, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ საექსპლუატაციო სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც 10 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟო პირობები გაუმჯობესდა.
სამუშაოების ფარგლებში ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან 1 500 მეტრი სიგრძის შემკრები არხი გაიწმინდა. შედეგად, აღდგა არხის გამტარუნარიანობა და სუფსის დამშრობი მასივის ტერიტორიაზე ჭარბი წყლის შეუფერხებელი გადინება, რამაც შეამცირა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვისა და დაჭაობების რისკი.
დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს ნიადაგში ჭარბი ტენის დაგროვების თავიდან აცილებას, სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებასა და მოსავლის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გეგმით გათვალისწინებული საექსპლუატაციო ღონისძიებების ფარგლებში განახორციელა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…