ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: "მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა"
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დაფუძნებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა გამოაცხადა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე "მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა". კურსი მიზნად ისახავს რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისა და იურისტებისთვის. ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს სატარიფო მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმებისა და პრაქტიკის კუთხით ცოდნის გაღრმავებას.
კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას სატარიფო მიზნებისათვის რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით.
სასწავლო კურსის ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექსპერტები.
სასწავლო კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს: https://entc.ge/ka
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.