ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

21-24 სექტემბერს თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, იმსჯელებენ ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე.

21-24 სექტემბერს თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება
21-24 სექტემბერს თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართებარუსთავი 2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. ფორუმის ფარგლებში თბილისს 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.

ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.

21 სექტემბერს, ფორუმის პირველ დღეს ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. 22-24 სექტემბერს დაგეგმილია პლენარული სესიები ინოვაციებისა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის, ინსტიტუციონალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის, კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა უფლებების გაძლიერების თემატიკებზე.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.

ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია: IX WFER | Tbilisi 2026 / Home

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ვოლსკიმ ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები