ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

სემეკისაქართველოს პარლამენტი

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ პარლამენტში 2025 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც აღნიშნა, რომ კომისიამ პირველად დაადგინა მელიორაციის მომსახურების ტარიფი და რეგულირებული საწარმოების აუდიტი ჩაატარა.

დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინარუსთავი 2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დავით ნარმანიამ კომიტეტის წევრებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების 2025 წლის ძირითადი ასპექტები, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები. კომიტეტების მიერ სემეკის ანგარიში დადებითად შეფასდა.

”2025 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. გასულ წელს სემეკმა შეიმუშავა სამწლიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, გამჭვირვალე და ხარჯებზე დაფუძნებული სატარიფო რეგულირების უზრუნველყოფასა და კონკურენტული ბაზრების ეფექტიან ფუნქციონირებას. გარდა ამისა, კომისიამ პირველად დაადგინა მელიორაციის მომსახურების ტარიფი, განახორციელა რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და შეამოწმა განხორციელებული ინვესტიციები. ამასთანავე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, აქტიურად რეაგირებდა მათ პრეტენზიებზე და იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით ხელს უწყობდა კომუნალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს დარგების მიმართ ინტერესის ზრდასა და მომავალი პროფესიონალების მომზადებას, რაც სექტორების მდგრადი განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/our-commission/commission-reports/tsliuri-angarishebi

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები