ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“ რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“ რეგისტრაცია გამოაცხადა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“ რეგისტრაცია გამოცხადდა
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“ რეგისტრაცია გამოცხადდაიმედინიუსი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“.

კომისიის ინფორმაციით, სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისა და იურისტებისთვის. ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს სატარიფო მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმებისა და პრაქტიკის კუთხით ცოდნის გაღრმავებას. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას სატარიფო მიზნებისათვის რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით.

სასწავლო კურსის ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექსპერტები.

სასწავლო კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს: https://entc.ge/ka

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.