პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს მთავრობა

ზუგდიდის ტექნოპარკში ხელოვნური ინტელექტის 5-დღიანი ინოვაციის კვირეული გაიხსნა, რომელშიც სამეგრელოს რეგიონიდან 60 ახალგაზრდა მონაწილეობს. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო.

ირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
რუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

AI ინოვაციის კვირეული 5 დღიანი პრაქტიკული საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 14–დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს და მიღებული ცოდნა პრაქტიკულ პროექტებში გამოიყენონ.

ირაკლი ნადარეიშვილმა კვირეულის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მომავლის პროფესიების დაუფლება ცოდნაზე და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი განცხადებით, ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებით ხელმისაწვდომია მთელი რიგი პროგრამები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, მათ შორის, ქვეყნის რეგიონებში ახორციელებს. ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ასევე დაათვალიერა ტექნოპარკის სივრცე, ფაბლაბი და სამომავლო გეგმები განიხილა.

პროგრამაში მონაწილეობს ვვვ 60 ახალგაზრდა სამეგრელოს რეგიონიდან, რომლებიც ორ მიმართულებად იყოფიან: AI Robotics Lab- ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულება და AI Product Lab ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ციფრული პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შექმნის მიმართულება.

ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნაზე ასევე დაესწრო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, Web Summit 2026-ზე ეროვნული პავილიონით მონაწილეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები