ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე: ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია

დეპუტატმა შარმანაშვილმა მსჯავრდებულ დავითაძის ქმედებები შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის სპექტაკლი და შანტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაზეც სახელმწიფო პოზიციას არ დათმობს.

შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე: ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია
შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე: ეს ჩვეულებრივი სპექტაკლიატაბულა

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს და იტყვის: "კარგით, გადით გარეთ. მართალია, თქვენ რვა ტყვია ესროლეთ პოლიციას, მაგრამ მეორედ აღარ ესროლოთ, რა, აქედან რომ გახვალთ. დანარჩენი წადით და ამას დავივიწყებთ." ეს ასე არ მოხდება.

კადრებმა დაადასტურა, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა იმ პროცედურას, რაც დამკვიდრებულია. მათ ეგონათ, რომ ეს კადრები უკვე აღარ არსებობდა, იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთი კადრები ადრე ერთი თვე, თვე-ნახევარი ან ორი თვე ინახებოდა. ეტყობა, ახლა წესი შეიცვალა და უფრო ხანგრძლივად ინახება. როდესაც ამ ნარატივების დაგროვება დაიწყო ამ ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, უცებ საჯაროდ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი და ამას ნამდვილად არ ელოდნენ.

რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ? თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? გაუგებარი რაღაცებია. არა, ჩემთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ რაღაც ბავშვური საქციელია. ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კარგით, გადით გარეთ. მართალია, თქვენ რვა ტყვია ესროლეთ პოლიციას, მაგრამ მეორედ აღარ ესროლოთ, რა, აქედან რომ გახვალთ. დანარჩენი წადით და ამას დავივიწყებთ.“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მატყუარები - თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები