ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია" - თენგიზ შარმანაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ქმედებები შეაფასა და განაცხადა, რომ ის სახელმწიფოს დაშანტაჟებას ცდილობს, თუმცა სახელმწიფო არაფერს დათმობს.

"ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია" - თენგიზ შარმანაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე
"ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია" - თენგიზ შარმანაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზერუსთავი 2

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, პატიმარი დავითაძე ფიქრობს, რომ თავისი მოქმედებებით სახელმწიფოს დააშანტაჟებს, "თუმცა სახელმწიფო არაფერს დათმობს".

"ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს და იტყვის: "კარგით, გადით გარეთ. მართალია, თქვენ რვა ტყვია ესროლეთ პოლიციას, მაგრამ მეორედ აღარ ესროლოთ, რა, აქედან რომ გახვალთ. დანარჩენი, წადით და ამას დავივიწყებთ", - ეს ასე არ მოხდება.

კადრებმა დაადასტურა, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა იმ პროცედურას, რაც დამკვიდრებულია. მათ ეგონათ, რომ ეს კადრები უკვე აღარ არსებობდა, რადგან, როგორც წესი, ასეთი კადრები ადრე ერთი თვე, თვე-ნახევარი ან ორი თვე ინახებოდა. ეტყობა, ახლა წესი შეიცვალა და უფრო ხანგრძლივად ინახება. როდესაც ამ ნარატივების დაგროვება დაიწყო ამ ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, უცებ საჯაროდ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი და ამას ნამდვილად არ ელოდნენ. რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ? თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? გაუგებარი რაღაცებია. არა, ჩემთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ რაღაც ბავშვური საქციელია. ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.