ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაპუაშვილი დავითაძეზე: დადგენილია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

იუსტიციის სამინისტრო

შალვა პაპუაშვილმა პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგების მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩატარებული შესწავლითა და ვიდეოჩანაწერებით ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.

პაპუაშვილი დავითაძეზე: დადგენილია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
პაპუაშვილი დავითაძეზე: დადგენილია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონიატაბულა

შალვა პაპუაშვილმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე ისაუბრა, იმ კადრებში, რომელიც პენიტეცნიურმა სამსახურმა გაავრცელა, პაპუაშვილი ამბობს, რომ "არ ჩანს ძალადობა".

პაპუაშვილის თქმით, გასული წლის დეკემბერში, როცა პატიმარმა აღნიშნულზე განაცხადა, ფაქტი შეისწავლა სახალხო დამცველმაც, ჩატარდა გამოძიებაც და მისი თქმით, "დადგენილია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რატომღაც ისევ წამოწიეს ეს საკითხი".

"ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში ამ პატიმარმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ეს საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველის ოფისმა, ნახა ვიდეოჩანაწერები, დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაიწყო გამოძიებაც. ამის შემდეგ იყო რამდენიმე პროცესი ამ ადამიანის, სადაც არაფერი არ უთქვამს. რატომღაც ახლა, ერთი კვირის წინ ისევ წამოწიეს ეს საკითხი. წამოწიეს მაშინ, როცა ვიდეოები ნანახია, დაარქივებულია, დადგენილია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი იმის დასადასტურებლად, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა და თქვენ წარმოიდგინეთ აბსურდი, რომ ეხლა, ჩვენ გვაჯერებენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რომ ძალადობა არ იყო, გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ძალადობა არის? ეს ხომ აბსურდი არის?! ...

ეს არის შარშან დეკემბრის ამბავი, სახალხო დამცველმაც გადაამოწმა და არაფერი არ იყო, ახლაც პენიტენციურმა გამოაქვეყნა ვიდეო... იუსტიციის სამინისტრო ჰგონიათ იმდენად არაკომპეტენტური, აქვეყნებენ ვიდეოს იმის სამტკიცებლად, რომ ძალადობა არ არის და ამ ვიდეოზე ამბობენ, რომ ძალადობა არისო", - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.

პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დადგენილია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რატომღაც ისევ წამოწიეს ეს საკითხი“
შალვა პაპუაშვილი
„ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში ამ პატიმარმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ეს საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველის ოფისმა, ნახა ვიდეოჩანაწერები, დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაიწყო გამოძიებაც. ამის შემდეგ იყო რამდენიმე პროცესი ამ ადამიანის, სადაც არაფერი არ უთქვამს. რატომღაც ახლა, ერთი კვირის წინ ისევ წამოწიეს ეს საკითხი. წამოწიეს მაშინ, როცა ვიდეოები ნანახია, დაარქივებულია, დადგენილია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი იმის დასადასტურებლად, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა და თქვენ წარმოიდგინეთ აბსურდი, რომ ეხლა, ჩვენ გვაჯერებენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რომ ძალადობა არ იყო, გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ძალადობა არის? ეს ხომ აბსურდი არის?! ... ეს არის შარშან დეკემბრის ამბავი, სახალხო დამცველმაც გადაამოწმა და არაფერი არ იყო, ახლაც პენიტენციურმა გამოაქვეყნა ვიდეო... იუსტიციის სამინისტრო ჰგონიათ იმდენად არაკომპეტენტური, აქვეყნებენ ვიდეოს იმის სამტკიცებლად, რომ ძალადობა არ არის და ამ ვიდეოზე ამბობენ, რომ ძალადობა არისო“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.