რუსული მედია: საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
რუსული მედიის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი დმიტრი პუშკარევი, რომელმაც მატარებელში ეტაპირებისას ბადრაგის თანამშრომელი მოკლა და სამი დაჭრა, გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

რუსული მედიების ცნობით, პატიმარი, დმიტრი პუშკარევი, რომელმაც ეტაპირების დროს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა, სამი კი დაჭრა „ლიკვიდირებულია“.
კაცი საქართველოდან იყო ექსტრადირებული. მას ბრალდებული იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებული მუხლებით.
მედია წერს, რომ ბადრაგზე თავდასხმა მატარებელში მოხდა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
РБК-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც პატიმარი ტუალეტში გადაჰყავდათ. ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურში მედიას უთხრეს:
„სადგურ მურთაზოვოს მიდამოებში, მატარებლით კონვოირებისას, ერთ-ერთი მსჯავრდებული ტუალეტში გაყვანის დროს ცალმხრივად დაესხა თავს ბადრაგის თანამშრომელს და დაეუფლა მის საშტატო იარაღს. თავდასხმის შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა“.
რუსეთის უწყება ამბობს, რომ სამოქალაქო პირებს შორის დაზარალებულები არ ყოფილან. საქმეზე გამოძიება დაიწყო.
სამართალდამცავმა ორგანოებმა TASS-სთან უარყვეს პატიმრების ბუნტზე მედიებით გავრცელებული ცნობები და თქვეს, რომ დაკავებული გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს.
Lenta.ru 24 სექტემბერს წერდა, რომ პუშკარევისა და კორნეი ფედუნოვის საქართველოდან რუსეთში ექსტრადიცია განხორციელდა. მედია ამ ორ პიროვნებას თანამზრახველებად მოიხსენიებს.
რუსეთში პატიმარმა მატარებელში მცველი მოკლა – კაცი საქართველოდან იყო ექსტრადირებული
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებარუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს გაქცევის მცდელობისას
- TV პირველისაქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს - მედია
- ტაბულარუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს – მედია
- ფორმულარუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
- ალიასაქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი ბადრაგებმა მოკლეს – მედია
- ალიარუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს
ციტატები სტატიიდან
„სადგურ მურთაზოვოს მიდამოებში, მატარებლით კონვოირებისას, ერთ-ერთი მსჯავრდებული ტუალეტში გაყვანის დროს ცალმხრივად დაესხა თავს ბადრაგის თანამშრომელს და დაეუფლა მის საშტატო იარაღს. თავდასხმის შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…