რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს – მედია
რუსული მედიის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი დმიტრი პუშკარევი, რომელსაც ყაბარდო-ბალყარეთში მატარებლით გადაიყვანდნენ, ბადრაგს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლეს, სამი კი დაჭრეს; თავად თავდამსხმელი გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

РБК-ს ცნობით, პატიმარი, რომელმაც რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა - სამი კი დაჭრა, გაქცევის მცდელობისას მოკლეს.
თავდამსხმელი საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული დმიტრი პუშკარევია.
ყაბარდო-ბალყარეთში, მატარბელში, რომლითაც მსჯავრდებულები გადაჰყავდათ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა დმიტრი პუშკარევმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (FSIN) ერთი თანამშრომელი მოკლა - სამი კი დაჭრა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
აღნიშნულის შესახებ РБК-ს სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულმა ორმა წყარომ აცნობა.
წყაროების ცნობით, მამაკაცი გასამართლებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლით. თავდასხმა მოხდა მაშინ, როდესაც იგი საპირფარეშოში გადაჰყავდათ.
РБК-ს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში პატიმარის გადაყვანის პროცესში სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი დაუდასტურეს.
"მატარებლით ბადრაგირებისას, მურთაზოვოს სადგურის მიდამოებში, ერთ-ერთი მსჯავრდადებული საპირფარეშოში გაყვანის დროს ერთპიროვნულად დაესხა თავს ბადრაგის თანამშრომელს, რა დროსაც დაეუფლა მის საშტატო იარაღს. თავდასხმის შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაიჭრა", - განაცხადეს უწყებაში.
Известий-ის წყაროს ცნობით, იმ მატარებლის ვაგონში, რომლითაც პატიმრები გადაჰყავდათ, საავარიო მუხრუჭი ჩამოწიეს, რის შემდეგაც პატიმრებმა ბუნტი დაიწყეს და ბადრაგს თავს დაესხნენ. გარდა ამისა, გაზეთის რესპონდენტმა განაცხადა, რომ პატიმრები ვაგონის შიგნით ჩაიკეტნენ და FSIN-ის დაჭრილი თანამშრომლები მძევლად ჰყავდათ აყვანილი.
პატიმართა ბუნტის შესახებ ინფორმაცია FSIN-ში უარყვეს.
ციტატები სტატიიდან
„მატარებლით ბადრაგირებისას, მურთაზოვოს სადგურის მიდამოებში, ერთ-ერთი მსჯავრდადებული საპირფარეშოში გაყვანის დროს ერთპიროვნულად დაესხა თავს ბადრაგის თანამშრომელს, რა დროსაც დაეუფლა მის საშტატო იარაღს. თავდასხმის შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაიჭრა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.